04.მარტი .2020 13:20

მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტას არ გეგმავს

views 454
უკან

იტალიასთან ფრენების შეწყვეტა არ იგეგმება, - ამის შესახებ bm.ge-ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამინისტრო მხოლოდ რეკომენდაციით მიმართავს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იტალიაში მოგზაურობისგან.

„ფრენებს რაც შეეხება, ისეთი გადაწყვეტილება, რაც ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებით იქნა მიღებული, ჯერჯერობით, იტალიასთან მიმართებაში არ იგეგმება, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებშიც ფრენები შეიზღუდა თავად ავიაკომპანიების მიერ. ჩვენ ძალიან აქტიურად ვაძლევთ რეკომენდაციას ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ იტალიაში მოგზაურობისგან. ამ ეტაპზე ეს არის ჩვენი რეკომენდაცია. ფრენების შეწყვეტა იტალიასთან არ განიხილება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის: ევროპის ქვეყნებს შორის იტალიაში კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა