16.მარტი .2020 13:40

მთავრობა კაფე-ბარებისა და რესტორნებისთვის რეკომენდაციას ავრცელებს

views 448
უკან

საქართველოს მთავრობა კაფე-ბარებს და რესტორნებს რეკომენდაციით მიმართავს, მომსახურეობა შეზღუდონ.

როგორც პრემიერის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათ შეუძლიათ, მოქალაქეებს მიტანის სერვისით მიაწოდონ თავიანთი პროდუქცია.

„რეკომენდაციიას ვაძლევთ კაფეებს, რესტორნებს და ბარებს, შეზღუდონ მომსახურეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების პირად მომსახურეობასთან ადგილზე, მათ ექნებათ საშუალება ისარგებლონ გატანის სერვისით, თუმცა მივმართავთ რეკომენდაციით, რომ ნაკლები კომუნიკაციის საშუალება შეიქმნას ჩვენი მოქალაქეეებისთვის“, - განაცხადა ჩიქოვანმა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა