19.თებერვალი .2020 10:25

მთავრობა კავკასიური კეთილშობილი ირმისთვის და არჩვისთვის სპეციალურ დერეფნებს შექმნის

views 1013
უკან

კავკასიური კეთილშობილი ირმისთვის და არჩვისთვის დერეფნები შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაცულ ტერიტორიებს აფართოებს.

„კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ეს არის დაცული ტერიტორიების გაფართოება. 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა დაახლოებით 10%-ით გაიზარდა და დღეს ის (საქართველოს ტერიტორიის) 9,6%-ს შეადგენს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 100 ათასი მ.კვ.-ით გაზარდოს დაცული ტერტტორიის რაოდენობა.

ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ურუშეთის დაცული პარკის შექმნის შესახებ, რომელიც მდებარეობს საზღვრისპირა ზონაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისთვის და წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით ისეთ არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას და გარდა ამისა, ხდება ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის გაფართოება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს უნიკალური ტერიტორია, უფრო ეფექტურად შეძლებს სახეობების შენარჩუნებას. აქ საუბარია დერეფნების შექმნაზე კავკასიური კეთილშობილი ირმისთვის და კავკასიური არჩვისთვის. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის სახეობების გადარჩენისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა