მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა კომენდანტის საათის მოხსნას ან შემსუბუქებას ჯერ არ განიხილავს

602a339c9ce79
ინგა მურუსიძე
15.02.21 12:40
1104
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა, ჯერჯერობით, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნას ან შემსუბუქებას არ განიხილავს.

როგორც მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შესაძლოა, ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა დიდი პრობლემები გამოიწვიოს, რაც ძალიან ცუდი იქნება, ამიტომ ღამის შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მთავრობა არ ჩქარობს.

„ერთ-ერთი წონადი ღონისძიება, რომელიც საბჭოს ფორმატში ნოემბერში განვახორციელეთ, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა იყო. მე ამას კომენდანტის საათს არ დავარქმევდი, რადგან ის უფრო მკაცრი რამ არის, ეს არის ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც მოგვცა პოზიტიური ეფექტი. მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, რადგან არ შეიძლება ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ. ჯერჯერობით, ამაზე მსჯელობა არ არის, ჩვენ ახლა ვმსჯელობთ სხვა ბიზნესებზე, რადგან ჯერ კიდევ არის დარჩენილი ბიზნესები, სექტორები, სადაც მიდგომა არ შეგვიმსუბუქებია, ვერ გავხსენით საბავშვო ბაღები, ფიტნეს ინდუსტრია და სპორტული ობიექტები. ალბათ, პირველ რიგში, ამაზე ვიმსჯელებთ, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გახსნაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.