02.მარტი .2020 20:15

მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ “ოპერატიული რეაგირების გეგმას” აქვეყნებს

views 372
უკან

საქართველოს მთავრობამ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განკარგულება, რომელიც სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებს ეხება.

ამ ღონისძიებების ფარგლებში მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ჯანდაცვის სამინისტროს 1 მილიონი ლარი გამოუყო.

კორონავირუსის წინააღმდეგ რეაგირების გეგმა უწყებათაშორისი თანამშრომლობის აღწერას მოიცავს, რომლის მიხედვითაც როგორც ცენტრალური მთავრობა, ასევე ცალკეული სსიპ-ები შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ ვირუსის წინააღმდეგ.

მთავრობის სამოქმედო გეგმაში საზოგადოებრივი მაუწყებელიც არის მოხსენიებული - “ეთხოვოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება კორონავირუსის ეპიდაფეთქებისა და ამ ვირუსის ზემოქმედების რისკის შემცირების შესახებ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა