მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა კვირის ბოლომდე სამშენებლო სექტორის მხარდამჭერ პროგრამას წარადგენს

5ec3c5a43d931
ინგა მურუსიძე
19.05.20 15:48
1139
მთავრობა კვირის ბოლომდე მშენებლობის და დეველოპმენტის მხარდამჭერ პროგრამას წარადგენს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.

„უკვე მზად გვაქვს დეველოპმენტის და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა და ეს იქნება ძალზე შთამბეჭდავი პროგრამა, რომელსაც წარვადგენთ კვირის ბოლომდე“, - განაცხადა გახარიამ.

მთავრობამ უკვე წარადგინა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და განათლების ხელშემწყობი პროგრამები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში კონკრეტული მიმართულებების დახმარებას ითვალისწინებს.