მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ლეგალურად დასაქმების პროგრამაზე ევროპის 10-მდე ქვეყანას ესაუბრება

6466107e76720
BM.GE
18.05.23 15:54
510
გერმანიასა და ისრაელში ლეგალურად, 1500-მდე ადამიანი დავასაქმეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საზღვარგარეთ ლეგალურად დროებით დასაქმებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას უკვე აქვს შედეგები. 2022 წლიდან გერმანიასა და ისრაელში დასაქმდა 1500-მდე საქართველოს მოქალაქე. პარალელურად, მიმდინარეობს დიალოგი სხვა ქვეყნებთან, პორტუგალიასთან, ესპანეთთან, ჩეხეთთან, ხორვატიასთან, ავსტრიასთან, ირლანდიასთან, სლოვენიასთან, კვიპროსთან და უნგრეთთან დროებით ლეგალურად დასაქმების, ცირკულარული შრომითი მიგრაციის კუთხით“, - თქვა მინისტრმა.

შეგახსენებეთ, ისრაელსა და გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამები 2021 წელს ამოქმედდა.