08.სექტემბერი .2020 18:12

მთავრობა მიმართავს მოქალაქეებს, რომლებიც 12 დღის წინ აჭარაში იმყოფებოდნენ

views 2566
უკან

საქართველოს მთავრობა მიმართავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 12 დღის წინ აჭარაში იმყოფებოოდნენ. შესაბამისი სმს გზავნილები დღეს ათასობით მოქალაქემ მიიღო. 

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაგზავნილ შეტყობინებაში წერია:

"COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო, მოქალაქეებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც ბოლო 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდით აჭარაში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთვანავე მიმართეთ ცხელების ცენტრებს ან დარეკეთ 112-ზე,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 1729-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 1321 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 19-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა