28.მაისი .2020 12:13

მთავრობა მოქალაქეებს იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს - პრემიერი

views 1641
უკან

მთავრობა მოქალაქეებს დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვეხმარებით მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ, ან დანაზოგები აქვთ, რომლითაც ბინა უნდა შეეძინათ. პროგრამით, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ ერთი პუნქტი არის ასეთი - მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს, ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე, 5 წლის განმავლობაში“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, 2 წლის განმავლობაში 2019 და 2020 წლებში 25000 იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის.


„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ციფრი - ბოლო 2 წლის განმავლობაში, 2019 და 2020 წლებში, 25000 იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის. რა თქმა უნდა ჩვენ, მთავრობა ვერანაირად ვერ მივატოვებთ ამ ხალხს შუა გზაზე და ვერ მივატოვებთ ამ სამშენებლო კომპანიებსაც ასე ბედის ანაბარა. ამიტომ, მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა ეკუთვნის და მიძღვნილია დეველოპმენტის და სამშენებლო კომპანიებისთვის. ამიტომ ვდგამთ ჩვენ ამ ნაბიჯს, რომ პირველ რიგში დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომლებმაც განიზრახეს ან უკვე შევიდნენ პროცესში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ან უკვე კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ, ან უკვე დანაზოგები აქვთ და განზრახული ჰქონდათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.