“ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე ბანკების მიერ ინიცირებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდის დასრულებაზე ისაუბრა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს კითხვით მიმართა, რის გაკეთებას აპირებს მთავრობა მსესხებლებთან მიმართებაში.
კობერიძემ სხდომაზე ისიც განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო, პარტია “ლელოს” მიერ შეთავაზებული გეგმა ცენტრალურ ბანკს, მთავრობასა და ფინანსურ ინსტიტუციებს განეხორციელებინათ, მაგრამ ხელისუფლება ოპოზიციის შეთავაზებაზე არ რეაგირებს.
“დამთავრდა 3-თვიანი პერიოდი, როდესაც ბანკებმა გამოაცხადეს საშეღავათო პერიოდი. დღეს კოვიდ 19 საქართველოში არათუ დაღმავალი, არამედ აღმავალია და ძალიან მწვავდება. ადამიანებს კიდევ და კიდევ გაუჭირდებათ და ამ დროს მათთვის აუცილებელია გარკვეული შეღავათების გაწევა.
“ლელომ” შესთავაზა ცენტრალურ ბანკს მთავრობას, ფინანსურ ინსტიტუციებს შეხვედრა. მისი ინიციატივა იყო, მცირე და მსხვილ ბიზნესებსაც დაწესებოდა საშეღავათო პერიოდი, 6 თვის ან 1 წლის განმავლობაში გარკვეული საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება. მსგავსი რამ გააკეთა პორტუგალიამ, მაგალითად 10 მილიარდი ევრო გამოყო ბიუჯეტიდან და გადაავადა მთლიანი ვალდებულებები როგორც მოსახლეობის, ისე ბიზნესის - სწორედ საგარანტიო სქემის საშუალებით. რატომ არ აკეთებთ ამას საქართველოს ხელისუფლება?” - განაცხადა კობერიძემ.
მისივე თქმით, ბიუჯეტში ეს ხარჯი არ არის გათვალისწინებული, სახელმწიფო კი ხელს უწყობს, მოსახლეობა ვალში გადავარდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?