05.მარტი .2020 10:18

მთავრობა მსჯელობს, როგორ შეამსუბუქოს კორონავირუსის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე

views 265
უკან

დღეს ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკაზე კორონავირუსის ზემოქმედების შემსუბუქების საკითხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების სერიოზული პროგნოზები არსებობს.

„მოგეხსენებათ, დროებითი უწყებათშორისი საბჭო აგრძელებს აქტიურ მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკაზე ზემოქმედების შემსუბუქებას. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების სერიოზული პროგნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, მცირედი ზეგავლენა უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, პირველ რიგში იმ დარგებზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ტურიზმს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია, გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტს, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში გლობალური გამოწვევების წინაშე შეიძინა მაკროეკონიმიკური მდგრადობა, ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური გავლენა. შესაბამისი დავალებები უკვე გაიცა, ეკონომიკის სამინისტრო შეხვდება ტურისტულ დარგს და იმ დარგებს, რომლის გადაცემა ტურიზმიდან არის საკმაოდ ეფექტური. ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გავლენა იყოს მინიმიზირებული“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა