ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ახალ სამთავრობო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ერთობლივად ამუშავებენ. საუბარია 8000 ქონებაზე რეგიონებში, რომელთა გასხვისების პროცესში მუნიციპალიტეტებს უფრო აქტიურად ჩართვის, დასაქმებასა და ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.
„ჩვენ, ქალბატონ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ვამუშავებთ დეცენტრალიზაციის პროგრამას, რომლითაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსაც ჩავრთავთ პრივატიზაციაში. თბილისში, კაბინეტებიდან, დიდი სურვილის მიუხედავად, შეიძლება სათანადოდ ვერ შევაფასოთ რომელიმე პატარა ობიექტის ბიზნესპოტენციალი. 8000 მცირე ქონება გვაქვს შერჩეული და ვაცხადებთ, რომ მოგვმართოთ მუნიციპალიტეტებმა, რათა ეს ქონება გადავცეთ და შემდეგ თავად მოახდინონ მისი გასხვისება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, ეს არის დეცენტრალიზაციის სამთავრობო გეგმის ნაწილი, მაგრამ მთავრობა მზადაა, პროცესი დააჩქაროს.
„ყველა ეს ქონება იდენტიფიცირებულია და გვინდა მოუწოდოთ მუნიციპალიტეტებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ მათ გასხვისებაში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის