მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა: პანდემიური სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში შეზღუდვები გამკაცრდება

5ea6a2a839b01
ინგა მურუსიძე
27.04.20 13:27
1254
პანდემიური სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში შეზღუდვები კვლავ გამკაცრდება, - ამის შესახებ პრემიერის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"გეგმა, რომელიც წარდგენილი იყო მთავრობის მხრიდან, იყო თანმიმდევრული და მას გააჩნდა რამდენიმე ეტაპი, თუმცა ეპიდემილოგიური ვითარების შესაბამისად, შესაძლებელია ამ გეგმის როგორც დაჩქარებულად ამოქმედება, ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ თუკი ეპიდემილოგიური ვითარება დამძიმდა ჩვენს ქვეყანაში, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები. მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები", - განაცხადა ჩიქოვანმა.