მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა პარლამენტს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ანგარიშს დღეს წარუდგენს

5ed8a41b1a5e7
ინგა მურუსიძე
04.06.20 12:00
643
მთავრობა პარლამენტს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ანგარიშს დღეს წარუდგენს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას ვთქვით, რომ წერილობით ანგარიშს წარვადგენდით, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. მოგეხსენებათ, ეს ღონიძიებები დაიწყო ინავრიდან და დასრულდა 22 მაისს. ამ პერიოდში გადადგმული ნაბიჯების შესახებ ანგარიში მომზადებული გვაქვს და ის გადაეგზავნება პარლამენტს. ასევე გამოქვეყნდება მთავრობის შესაბამის ვებ-გვერდებზე. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის ნაბიჯი, რომელიც ყველა მოქალაქეს, ყველა დაინტერესებულ პირს უხსნის ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში რა სქემით, რა სტრუქტურით იყო მიღებული გადაწყვეტილებები, რა იყო ამ გადაწყვეტილებების მოტივაცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ამ ანგარიშში განმარტებულია გაკეთებული, თუ რატომ მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან მიმართებაში.

„ამ ანგარიშმა ძალიან კარგად დაგვანახა, რომ ის არის შესაძლებლობა იმ სუსტი წერტილების გამოვლენისთვის, რომელიც ჩვენც გვაქონდა იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ვიყოთ მომზადებული შესაძლო მეორე ტალღისთვის, რომელზეც ბევრი საუბარი მიდის. გვინდა გამოვიყენოთ ეს ანგარიში როგორც პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ კვლევა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კოვიდ 19-ის ზეგავლენით ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე. რაც შეიძლება იყოს სოციალური, პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები. თუ ვამბობთ, რომ ეს არის გლობალური პანდემია, მას ვპასუხობთ ეფექტურად, რამეთუ ვპასუხობთ რისკებს და ჩვენ უნდა გადავაზღვიოთ სფეროები იმისთვის, რომ ადაპტაცია მოხდეს არა მხოლოდ ეკონომიკასთან, არამედ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებთან“, - განაცხადა პრემიერმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორები დაეხმარებიან საქართველოს სხვადასხვა კვლევების მომზადებაში და საქართველო თავის მხრივ თავის გამოცდილებას გაუზიარებს მათ.