27.აგვისტო .2020 12:12

მთავრობა პენსიების დარიცხვა-გაცემის პერიოდს ცვლის - მიზანი მოხუცების რიგში დგომის შემცირებაა

views 6981
უკან

"პენსიების დარიცხვა და გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება ბანკებთან ერთად არის მიღებული და არანაირი ტექნიკური შეფერხება არ იქნება.

როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, გადაწყვეტილება უკავშირდება პენსიონერების დაცვას, რათა ბანკებში რიგები თავიდან იქნას აცილებული.

„ლიბერთი ბანკების“ ფილიალებში პენსიის აღება ყოველთვის რიგებს უკავშირდება. მოხუცები არიან საკმაოდ მაღალი რისკის მქონეები, შესაბამისად, ბანკებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1 რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით. ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი და ამას უზრუნველყოფს ბანკი. არანაირი ტექნიკური შეფერხება არ და ვერ იქნება. მთავარი არის ის, რომ შემცირდეს რიგები ბანკებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა