მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა პრივატიზაციის გეგმას ჩამორჩება

632af2c2f3bd5
შოთა ტყეშელაშვილი
21.09.22 15:27
613
საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის გეგმას ჩამორჩება - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის 8 თვეში პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 132 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტის 9 თვის გეგმის 67%-ია. მთავრობა წელს 300 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს პრივატიზაციიდან.

შესრულების დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის 300-მილიონიან გეგმას არ ცვლის და ბიუჯეტის კორექტირების პროექტით პრივატიზაციის გეგმა კვლავ 300 მილიონ ლარს შეადგენს.

უკანასკნელ პერიოდში არაერთი მსხვილი აუქციონი ჩაიშალა. მათ შორის იყო წყალტუბოს სანატორიუმების აუქციონები. მთავრობამ გასაყიდად სულ 14 სანატორიუმი გამოიტანა, საიდანაც მხოლოდ 2 ობიექტი გაიყიდა. ჩავარდნილი აუქციონების შემდეგ, დარჩენილი 12 ქონება ხელახლა გამოვიდა გასაყიდად, თუმცა ამ ობიექტების ყველა აუქციონი ჩაიშალა. შედეგად, სახელმწიფომ 27.4 მილიონი ლარის ღირებულების ქონება ვერ გაყიდა.