მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა რეკომენდაციებს ისმენს, თუმცა, ზოგჯერ გადაწყვეტილება ბიზნესისთვის სიურპრიზი ხდება - გიორგი კაჭარავა

60c7a936a82ad
თამთა ჯიჯავაძე
15.06.21 00:30
784
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მთავრობას ბიზნესთან კომუნიკაცია ჰქონდეს. ისინი ისმენენ რეკომენდაციებს, მაგრამ ხანდახან ხდება ისე, რომ თავად გადაწყვეტილება სიურპრიზი ხდება ხოლმე, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კაჭარავამ „საქმის კურსში“ განაცხადა. მისი თქმით, მათ მთავრობას რიგი რეკომენდაციები შესთავაზეს.

„ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროგნოზნირებადობა. პოტენციური ინვესტორი და ადგილობრივი ბიზნესმენებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, ასევე პროგნოზირებადობას ანიჭებენ. ამ კუთხით ვფიქრობ, ბევრი ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას. ჩვენ შევთავაზეთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეიქმნას ბიზნესსექტორთან კომუნიკაციის ფორმატი. გარდა ამისა, ჩვენ ვთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი მომავალი შესაძლო შეზღუდვის შესახებ არ იყოს უეცარი გადაწყვეტილებები მიღებული და ბიზნესი არ დავაყენოთ ფაქტის წინაშე. რაც შეიძლება ადრე უნდა ვაცნობოთ ბიზნესს, თუ რაიმე შეზღუდვა არის მოსალოდნელი. ვახსენეთ ასევე უქმე დღეების საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში ისე განისაზღვროს, რომ წინასწარ ჰქონდეს ბიზნესს ზუსტი ინფორმაცია რა ვალდებულებები აქვს. უქმე დღეების ორჯერ გამოცხადებამ დიდი ზიანი მიაყენა ბიზნესს“, - განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

მისივე თქმით, მათი ერთ-ერთი რეკომენდაცია გადასახადების შემცირების საკითხზე კონსულტაციების დაწყებას უკავშირდება.

„ჩვენ შევთავაზეთ ეს ფორმატი, რათა ერთობლივად გამოინახოს ის რეზერვები, რამაც შეიძლება უკეთესი ეკონომიკური შედეგი მოგვცეს მომავალში, განსაკუთრებით როდესაც საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესის შენარჩუნებასა და შემდგომ მის გადარჩენაზე. ყოველთვის არის ოქროს შუალედის გამონახვის შესაძლებლობა. ამ კითხით ვფიქრობ, რომ თუ ბიზნესსექტორთან კონკრეტული კონსულტაციები გაიმართება, შესაძლოა ერთობლივი ძალისხმევით საინტერესო შედეგებზე გავიდეთ“, - განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

ცნობისთვის, EBRD-ისა და მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ გამოაქვეყნა PwC-ის მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის სტრატეგიებს და ინვესტორთა მოლოდინების კვლევას მოიცავს.

კვლევაში განხილულია ის საბიუჯეტო და ეკონომიკური ეფექტი, რომელიც კონკრეტული გადასახადების მოცულობის შემცირებას ექნება. მათ შორის კვლევის თანახმად, გადასახადი, რომლის შემცირებასაც ყველაზე დადებითი ეფექტი აქვს ეკონომიკურ ზრდაზე, საშემოსავლო გადასახადია. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ყველა დასაქმებული საშემოსავლოს სახით ხელფასის 20%-ს იხდის. თუკი ეს მაჩვენებელი 15%-მდე შემცირდება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 1.7%-ით დაჩქარდება, 12%-მდე შემცირება კი მას 2.7%-ით გაზრდის.