06.თებერვალი .2020 12:31

მთავრობა რიყის დოქებში სასტუმროს ამოქმედებასაც განიხილავს - აუქციონი გამოცხადებულია

views 461
უკან

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. „რიყის დოქები“ გასაყიდად გამოიტანა. ობიექტის საწყისი ფასი 95 მლნ ლარია.

აუქციონი დღეს დაიწყო და 5 მარტს დასრულდება.

საპრივატიზაციო პირობით, ადგილზე არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. მთავრობა განიხილავს ადგილზე სასტუმროს, საკონფერენციო დარბაზის, თეატრია ან/და საგამოფენო სივრცის მოწყობას.

პირობა:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში;

ბ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში ამ საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), თეატრს ან/და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს) ან/და სასტუმროს) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება;

გ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;

დ) მყიდველი ვალდებულია „ა-გ“ პუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული ,,გ“ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ,,ბ“ პუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა