მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა საბანკო სესხს სპორტის ინდუსტრიასა და საბავშვო ბაღებსაც დაუსუბსიდირებს

601ba223c8a1c
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.21 11:33
796
მთავრობის გადაწყვეტილებით, საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით რესტორნებთან ერთად სპორტის ინდუსტრია და კერძო საბავშვო ბაღებიც ისარგებლებენ -  აღნიშნულის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

„მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გარდა რესტორნებისა შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო სერიოზული მოთხოვნა და ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდნენ“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სუბსიდირების პროგრამით სარგებლობისთვის რესტორნების მხრიდან 2 000 განაცხადი შევიდა, თუმცა ტექნიკური მოთხოვნების გამო მხოლოდ მეოთხედი დაკმაყოფილდა. დღეს კი მთავრობა სუბსიდირების პროგრამაში ჩართვის ტექნიკურ მოთხოვნების გამარტივების გადაწყვეტილებას მიიღებს.

„სახელმწიფოს მიერ რესტორნებისთვის საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში მომართვა იყო დაახლოებით 2 000. თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები დააკმაყოფილა მხოლოდ 420-მა. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ტექნიკური მოთხოვნების შესამსუბუქებლად იმისთვის, რომ 2 000 რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა სესხის სუბსიდირების პროგრამაში ჩასართავად, შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით“, - განმარტა პრემიერმა.