17.მარტი .2020 13:05

მთავრობა საგანგებო მდგომაროების გამოცხადების აუცილებლობას კვლავ ვერ ხედავს

views 835
უკან

მთავრობა საგანგებო მდგომაროების გამოცხადების აუცილებლობას კვლავ ვერ ხედავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას იმ ინსტრუმენტებს, რაც დღეს არ გააჩნია.

„შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი საჭირო იმისთვის, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ, რაღაც მომენტში შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაც, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით და ობიექტური რეალობით, რაც დღეს გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის. ხვალ თუ გახდება აუცილებელი, გამოვაცხადებთ, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გვჭირდება ეფექტური ბრძოლისთვის, გაგვაჩნია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.