მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის რა პაკეტზე ფიქრობს მთავრობა

5e8b3d344b57c
ინგა მურუსიძე
06.04.20 18:40
4543
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, მთავრობა საგაზაფხულო სამუშაოების დასუბსიდირების თემას განიხილავს.

ასე უპასუხა კაკულიამ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ წამყვანის კითხვას, ხომ არ იგეგმება საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მოსახლეობაში ვაუჩერების დარიგება. 

„რა თქმა უნდა, ეს საკითხიც დღის წესრიგში დგას და ამას ყველა ხვდება დღეს. იმპორტის ჩანაცვლებაზე მიდის ბევრი საუბარი; ჩვენც ამაზე ვფიქრობთ. კონკრეტული მონახაზი არის, მაგრამ ახლა არ არის ის დრო, როცა პარლამენტი და მთავრობა სხვადასხვა ინიციატივებზე უნდა საუბრობდეს. ჩვენ კომიტეტის ფორმატში განვიხილავთ ინიციატივებს, შემდეგ ეს ინიციატივები მიდის პრემიერთან არსებულ საბჭოში და მათი მხრიდან გაჟღერდება ის ყველაფერი, რაც საერთო შეჯერებული პოზიციაა. ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო შეჯერებული პოზიცია“, - განაცხადა რომან კაკულიამ.