მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა საინვესტიციო პროექტების მართვას იწყებს - რას ნიშნავს ეს?

5dee2c3af318b
თათია ჩაფიჩაძე
09.12.19 15:14
1570
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, მთავრობა საინვესტიციო პროექტების მართვას იწყებს. PIM-ის (public investment management) მეთოდოლოგია ხელისუფლების მხრიდან პროექტების წინასწარ ანალიზსა და მისი ეკონომიკური ეფექტის გაზომვას გულისხმობს.

„საინვესტიციო პროექტების მართვა ახალი ფენომენია და ეს გულისმხობს ყველა მნიშვნელოვანი პროექტის წინასწარ შეფასებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. აქ არის მიზანშეწონილობის შეფასება, ეკონომიკური ეფექტი, სოციალური ეფექტი და რაც მთვარია მისი შემდგომი მონიტორინგი.

PIM-ის ფარგლებში შევიმუშავეთ მეთოდოლოგია და წელს პირველად 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას წარმოვადგინეთ 14 მნიშვნელოვანი პროექტის შეფასებითი ანალიზი. შემდეგ წელს მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაციებით და მათი დახმარებით ვგეგმავთ, რომ 2021 წლის ბიუჯეტის წარდგენისას, მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტების მინიმუმ 50%-ის ანალიზი მოხდეს ამ მეთოდოლოგიით და წარმოვადგინოთ ეს საზოგადოებისა და პარლამენტის წინაშე“ - აღნიშნა მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე.