მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა: საჯარო ბაღები მხოლოდ თბილისში იხურება, შეზღუდვა არც კერძო ბაღებს ეხება

5fa27ef3b22b6
ინგა მურუსიძე
04.11.20 14:25
855
"სწავლის შეზღუდვა კერძო ბაღებს და რეგიონებს არ ეხება", - ამის შესახებ მთავრობის უწყებათშორის საბჭოზე ითქვა, რომელიც დღეს გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის ონლაინ ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე განმარტეს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხვალიდან თბილისში მუნიციპალური საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება, თუმცა ისევე, როგორც მანამდე, ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფა გაგრძელდება.

„აღნიშნული გადაწყვეტილება არ გავრცელდება კერძო საბავშვო ბაღებზე, ასევე, საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედ საბავშვო ბაღებზე და ისინი ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებებს წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვების მიდგომის გათვალისწინებით, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მიიღებს“, - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.