23.სექტემბერი .2019 20:18

მთავრობა სალომე ზურაბიშვილს "ვიზიტებისა და ღონისძიებების" გამო, ბიუჯეტს 2.2 მლნ-ით უზრდის

views 1287
უკან

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2019 წლის ბიუჯეტის კორექტირების გეგმა წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, მთავრობის ხარჯების 221 მილიონი ლარით ზრდა არის დაგეგმილი. ცვლილება შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობასაც, ის ბიუჯეტით თავდაპირველად გათვალისწინებულზე 2.2 მილიონი ლარით იზრდება და ჯამურად 8.2 მილიონ ლარს მიაღწევს.

ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს დამატებითი ხარჯები "ვიზიტებისა და ღონისძიებების" დასაფინანსებლად სჭირდება. 

“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამტკიცებული ასიგნებები გაიზარდა 2.2 მლნ ლარით და შეადგენს 8.2 მლნ ლარს. აღნიშნული ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით", - ნათქვამია 2019 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტის განმარტებით ბარათში.