მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სამედიცინო ნიღბების და სხვა საქონლის იმპორტს დღგ-ისგან ათავისუფლებს

5e8485e435b9d
შოთა ტყეშელაშვილი
01.04.20 16:17
3732
საქართველოს მთავრობამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გაათავისუფლა. კერძოდ საუბარი ეხება COVI-19-ის პრევენციისთვის განსაზღვრულ სამედიცინო ეკიპირებას, მათ შორის ნიღბებს, სამედიცინო ფარებს და სხვა საქონელს. 

მთავრობის დადგენილებაში წერია:

მუხლი 1. 

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლების გარეშე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №01-69/ნ/№451 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2017, 470230000.22.035.016478) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ):

ა) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები;

ბ) 3926 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ბახილები პლასტმასის მასალისგან;

გ) 3926 90 980 00 და 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული სახის დამცავი ფარები;

დ) 4015 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის ქირურგიული და 4015 19 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის დანარჩენი;

ე) 6210 10 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული კომბინიზონები საიზოლაციო, ქირურგიული ხალათები, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტები;

ვ) 6307 90 990 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული სამ შრიანი პირბადეები და ნიღბები, ბახილები კოტონის მასალისგან ლანჩის გარეშე და ბახილები ტექსტილის მასალისგან;

ზ) 6505 99 909 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ქირურგიული ქუდები;

თ) 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული დამცავი სათვალეები პლასტმასის;

ი) 9025 19 200 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო,"- ნათქვამია დოკუმენტში. 

დადგენილების მიხედვით, საგადასახდო შეღავათი ძალაში 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე იქნება. 

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 115 და განკურნების 23 შემთხვევა არის აღრიცხული.