29.ოქტომბერი .2020 14:09

მთავრობა სექტემბერში ეკონომიკის 1.5%-ის ფარგლებში ვარდნას ელის

views 368
უკან

სექტემბერში მთავრობა ეკონომიკის ვარდნას 1,5%-ის ფარგლებში ელის. ამის შესახებ პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა, #Forbestalks-ში, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

„5%-იანი ეკონომიკური ზრდა არ არის შიდა შეფასება და ფინანსთა მინისტრის შეფასება მხოლოდ. ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელიც ჩამოდის და აფასებს, ითვლის და მგონი საერთაშორისო ექსპერტიზაში ეჭვის შეტანა არ იქნებოდ ადექვატური. კი, ჩვენი მოლოდინია, გვჯერა, დარწმუნებულები ვართ, რომ 5%-იანი ზრდა არის რეალისტური მაჩვენებელი 2021 წლისთვის.

გარდა ამ შეფასებებისა, ჩვენ თვე თვეზე მივყვებით. დავიწყეთ -17%-დან. აგვისტოს თვის მაჩვენებელი იყო -5.1 %, სექტემბრის თვის მაჩვენებელი იქნება ჩვენ, რასაც ვითვლით, შეფასებების ნაწილში -1.5% ის მიდამოში. თვე თვეზე პოზიტიურში თუ გავედით, ეს ნიშნავს, რომ უკვე დავიწყეთ აღდგენის პროცესი. ეს ინდუსტრია (ტურიზმი) და ამ ინდუსტრიის შედეგები გადაძლია სხვა სექტორებმა გარკვეულწილად. სრულად ცხადია ამის დაბალანსება შესაძლებელი ვერ იქნება“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარ შეფასებას ხვალ გამოაქვეყნებს.

პრემიერის ეკონომიკურ მრჩეველთან ინეტრვიუს სრულ ვერსიას შეგიძლიათ BMG-ს პლატფორმებზე შაბათს, 19:30- ზე #Forbestalks-ში გაეცნოთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა