05.მარტი .2020 18:40

მთავრობა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებას თანადაფინანსებით წაახალისებს

views 338
უკან

იმისთვის, რომ ის ბაღები, რომლებიც შენდება პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, იყოს მაქსიმალურად დაცული კლიმატური რისკებისგან, ჩვენ წავახალისებთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებასა და თანადაფინანსებას - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„აქ მაქსიმალური თანადაფინანსების გრანტი 10% იქნება, თუმცა, დანარჩენი თანხის დაფინანსება შესაძლებელია არსებული აგროკრედიტის ფარგლებში, რაც შეღავათიანი ფინანსური რესურსებით თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟების საშუალებას მისცემს მეურნეებს, რომლებიც ახალ ბაღებს აშენებენ, ან არსებული ბაღების მოდერნიზაციით არიან დაინტერესებული“, - განმარტავს მინისტრი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა