მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა შეზღუდვების ნაწილის მოხსნას 27 აპრილიდან გეგმავს

5e9ef783cd76d
ინგა მურუსიძე
21.04.20 17:44
1594
"2-3 კვირის შემდეგ პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური აქტივობებისთვის, ასევე, ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობა, - ამის შესახებ პრემიერის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას ვირუსის მასიური გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მისცემს, რათა ამ ფაზას ლოგიკურად მოვაყოლოთ ე.წ. გახსნის ფაზა, რაც არსებული შეზღუდვების ეტაპობრივ, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხსნას გულისხმობს. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენ შესაძლლებლობა გვექნება მოვხსნათ გარკვეული შეზღუდვები, რომელიც აქამდე მოქმედებდა და 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან, სპეციალისტების პროგნოზების გათვალისწინებით, 2-3 კვირის შემდეგ პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური აქტივობებისთვის, ასევე, ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, მთავრობის ამოცანაა, ერთდროულად იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ ეფექტიანები ორივე მიმართულებით, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ზიანი, რომელიც ამ გლობალური გამოწვევისგან მიადგება მოქალაქეებს და ეკონომიკას. მოგეხსენებათ, ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ეტაპობრივად დავიწყეთ. პირველ ეტაპზე დავიწყეთ აუცილებელი ზომები, მათ შორის იყო კომუნალური გადასახადების დაფარვა მოქალაქეებისთვის. 9 მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, დაწესდა საგადასახადო შეღავათები ბიზნესითვის და მოხდა ბანკების პროცენტების გადავადება როგორც მოქალაქეებისთვის, ისე იურიდიული პირებისთვის. შემდეგ ეტაპზე გამოჩნდა დიდი შრომის შედეგი, რომლითაც მთავრობამ შეძლო ჩვენი ქვეყნისთვის 3 მლრდ დოლარზე მეტის მობილიზება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და დონორებისგან. 24 აპრილს საქართველო წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს, რომელიც იქნება 2 ეტაპისგან შემდგარი“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისივე განმარტებით, ეს არის მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა.