საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული “მთის კურორტების განვითარების კომპანია” MTA, 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 80 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში MTA უთითებს, რომ გამარტივებული შესყიდვით, ბაკურიანში, დიდველსა და მიტარბის არეალში ხელოვნურ რეზერვუარს შექმნის, რომლითაც გათოვლიანების სისტემები უნდა მომარაგდნენ.
“კომპანია ვალდებულია 2022 წლის ნოემბრის ბოლომდე კურორტ ბაკურიანში, დიდველისა და კოხტა-მიტარბის არეალებში განახორციელოს წყლის 2 ხელოვნური რეზერვუარის მოწყობა, რითაც უზრუნველყოფს დიდველისა და კოხტა-მიტარბის სამთო-სათხილამურო არეალების, მათ შორის ჩემპიონატისთვის საჭირო არეალების შესაბამისი სისტემების საშუალებით მაღალი ხარისხით ხელოვნურ გათოვლიანებას.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება საქართველოში წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებას, რომლის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს მასშტაბით ეკონომიკური სივრცის ერთიანობას, სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებას, ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას, როგორც ბაკურიანში, ისე, მთელს საქართველოში, რაც დადებითად აისახება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.
სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულების მიზნით, 2022 წლის 25 თებერვალს საქართველოს მთავრობის №362 განკარგულებით შპს „ემ თი ეის“ ეთხოვა უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ბაკურიანში, დიდველისა და კოხტა-მიტარბის სამთო-სათხილამურო კურორტებზე წყლის ხელოვნური რეზერვუარების (დიდველის რეზერვუარის მოცულობა - დაახლოებით 201 433 კბ.მ, კოხტა-მიტარბის რეზერვუარის მოცულობა - დაახლოებით 105 948 კბ.მ) მოწყობასთან დაკავშირებული ყველა სახის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები და მომსახურება, მათ შორის მშენებლობის უმოკლეს ვადებში დასრულებისა და ფინანსების ეკონომიის მიზნით შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და Studio associate proalpe di ingg.Farina Giordano e Veronesi lvan-ს შორის გაფორმებული 2020 წლის 27 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #53 ხელშეკრულების (CNT190000116)“ შესაბამისად შესრულებული პროექტის შესაძლო კორექტირება,”- წერს MTA.
ბაკურიანში ფრისტაილის ჩემპიონატის ჩატარების იდეა წინა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის; შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ 2017 წელს მიიღო, ხოლო საერთაშორისო ფედერაციის თანხმობა და ღონისძიების გამართვის შეთანხმება ქვეყანამ 2019 წლის 24 აგვისტოს გააფორმა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ამ ჩემპიონატის ჩატარების სურვილი გამოთქვა. ჩემპიონატი 2023 წლის მარტში გაიმართება.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი