მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა თბოსადგურის - "გარდაბანი 4"-ის მშენებლობას გეგმავს

6152ea2624509
დავით ჯალაღონია
28.09.21 21:45
2524
ნავთობისა და გაზის კორპორაციის ათწლიანი გეგმის მიხედვით, საქართველოში თბოელექტროსადგურის "გარდაბანი-4"-ის მშენებლობა იგეგმება. როგორც დოკუმენტში წერია, ამ სადგურის აუცილებლობა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდით არის განპირობებული. არსებული გეგმის თანახმად, ობიექტის სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყება.

ამავე დოკუმენტით, "გარდაბანი-3"-დან მისაღები სიმძლავრეც არის გათვალისწინებული, რომელიც თურქულმა კომპანია "ჩალიკ ენერჯიმ" უნდა ააშენოს. მისი საინვესტიციო ღირებულება $174.8 მილიონი აშშ დოლარია.

"გეგმის მიხედვით ელ-ენერგიის სამომავლო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის გათვალისწინებულია ორ, თითოეული 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის მოქმედ გაზის კომბინირებული ციკლის თესთან ერთად დამატებით ახალი თბოელექტროსადგურების ექსპლუატაციის დაწყება 2023 და 2025 წლებისათვის დადგმული სიმძლავრით დაახლოებით 250 მგვტ თითოეული, რომლებიც, ჩაანაცვლებენ ძველ, დაბალი ეფექტიანობის ბლოკებს (თბილსრესის #3 და # 4 ბლოკები საპროექტო დადგმული სიმძლავრით 130 და 140 მგვტ, შესაბამისად და „მტკვარი-ენერჯის" კუთვნილი #9 ენერგობლოკი დადგმული სიმძლავრით 300 მგვტ)7 და/ან იმპორტს. ფაქტობრივად კი სნგკ-მ უკვე დაიწყო გარდაბანი-3 გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის რეალიზაცია, რომლის საპროექტო დადგმული სიმძლავრე 272 მგვტ-ია. თესის ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება 2023 წლის ივლისისათვის. მომზადებულია გარდაბანი-4 თეს-ის ტედ-იც (Feasibility Study), რომლის მშენებლობა არაუგვიანეს 2025 წლისათვის არის გათვალისწინებული. კიდევ ერთ, გაზის კომბინირებული ციკლის თესი-ის პროექტზე მუშაობა ჯერჯერობით დაწყებული არაა", - წერია ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაზსაცავის მშენებლობასაც გეგმავდა, თუმცა პროექტისთვის გათვალისწინებული თანხა - KFW-ს 120 მლნ ევროს მოცულობის სესხი პანდემიის მართვისთვის საჭირო ღონისძიებებისთვის დახარჯა. შესაბამისად, გაზსაცავის დაფინანსების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.