საქართველოს მთავრობა ხუდონჰესის 702-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პროექტის ინვესტორთან არსებული ხელშეკრულების მოშლისთვის მოლაპარეკებებს აგრძელებს. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებული განაცხადის თანახმად, ეკონომიკის სამინისტრო ამ მოლაპარაკებებისთვის მიმდინარე წლის ზაფხულში დაქირავებულ იურიდიულ კომპანია Hogan Lovells-თან არსებულ ხელშეკრულებას გააგრძელებს.
სამინისტრო მოლაპარაკებების დასრულებას 2021 წლის 1 ივლისისთვის პროგნოზირებს, იქამდე კი მის წარმომადგენელ იურიდიულ კომპანიას ინვესტორთან მორიგების პროცესის წარმართვისთვის 118 ათას ევროს გადაუხდის.
“ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ საქართველოს მთავრობას, კომპანია Trans Electrica Limited (BVI)-ს, შპს „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“, შპს ენერგოტრანსს“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2011 წლის 28 აპრილს.
პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ დღემდე ვერ შეძლო პროექტის განვითარება, ვერ უზრუნველყო გარემოსა და სოციალური კვლევების სრულად განხორციელება, ასევე ადგილობრივ და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ნაწილთან კომუნიკაცია, რაც მნიშვნელოვანია საკვლევ ტერიტორიაზე სამუშაოების განსახორციელებლად.
არსებული სიტუაცია ნათლად მეტყველებს, რომ ზემოაღნიშნული კომპანია ვერ ახერხებს პროექტის განხორციელებას და მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს ალტერნატიული გზები, მათ შორის ხუდონის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება სახელმწიფოს მიერ, რაც შეიძლება უფრო ეფექტურიც იყოს, როგორც პროექტის დაფინანსების ასევე, მისი დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის ფასთან მიმართებაში უფრო მოქნილი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
აღნიშნული ალტერნატივების დასახვამდე ბუნებრივია განხილული უნდა იქნეს ზემოხსენებული ხელშეკრულების მოშლის საკითხი,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
Hogan Lovells-ს ეკონომიკის სამინისტრო პრიორიტეტად განუსაზღვრავს ინვესტორთან მოლაპარაკების ისეთი გამოსავლის მოძიებას, რომელიც “ყველაზე ნაკლებ ნაკლებ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული.”
"ხუდონჰესი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტია, მისი საინვესტიციო ღირებულება $1 მილიარდს შეადგენს. პროექტის გარანტორი არის საქართველოს მთავრობა, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემთხვევაში ვალდებულებას იღებს, წინასწარ დადგენილ ტარიფად შეიძინოს ელექტროენერგია. კერძოდ, PPA ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ პირველი 8 წლის განმავლობაში "ხუდონის" გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული ტარიფი კილოვატზე 10.5 აშშ ცენტი იქნებოდა.
ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, იქიდან გამომდინარე, რომ სადგურის გამომუშავება აშენების შემთხვევაში 1,527 მილიონი კილოვატ საათი იქნება, გამომუშავებული ელექტროენერგიის შეძენა სახელმწიფოსთვის სხვა სადგურებთან შედარებით ყველაზე მეტ დანახარჯებთან იქნებოდა დამოკიდებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?