24.აპრილი .2020 16:57

მთავრობა ტურისტული სექტორის დამატებით დახმარებაზე ფიქრობს - გახარია

views 534
უკან

"მინდა გითხრათ, რომ შეღავათით 4500-მა ბიზნესმა ისარგებლა და 90 მლნ-ის ვალდებულებები გადავადდა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ტურისტული სექტორისთვის დამატებით დახმარებაზე ფიქრობს.

"ჩვენ პირველივე დღიდან აშკარად დავინახეთ, რომ დარტყმის პირველ ხაზზე იყო ტურისტული ბიზნესი, ეს იყო ყველაზე მძიმე შედეგი, რაც ქვეყნის ეკონომიკამ და ამ სექტორმა მიიღო და რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადების გადავადების შესახებ, პირველ ნოემბრამდე. დღეს მინდა გითხრათ, რომ ამ შეღავათით ისარგებლა 4500-მა ბიზნესმა და 90 მლნ-ის ვალდებულებები გადავადდა, თუმცა აქ კარგად ჩანს, რას ნიშნავს გლობალური პანდემიის გამოწვევა, რომელზეც შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზირება. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს შეღავათი უკვე აქტუალური აღარ არის, ამ სექტორისთვის ეს შეღავათი საკმარისი არ არის და მთავრობა ფიქრობს, ტურისტულ სექტორს დამატებით რითი მიეხმაროს", - განაცხადა პრემიერმა