14.მაისი .2020 12:14

მთავრობა ტურიზმის სექტორის გაიდლაინებზე მუშაობს - "გვაქვს მკაცრად დადგენილი ვადები"

views 254
უკან

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორის ყველა მიმართულებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომ გაიდლაინები შეიმუშავა, თუმცა მიმდინარეობს მათი დახვეწა. 

„ტურიზმში ძალიან მნიშვნელოვანია გაიდლაინების დანერგვა. ერთია, რომ ჩვენ შევიძინეთ უნიკალური გამოცდილება კარანტინებთან მიმართებაში. დავიცვათ უსაფრთხოება, ეს არ ეხება მხოლოდ იმათ, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა მეკარანტინეებთან, ეს ეხება მათ შორის ნარჩენების გატანა უტილიზაციას, ეს ეხება დისტანცირებულ მომსახურებას, მაგრამ ეს მოთხოვნა არ არის ერთადერთი, მეორე მოთხოვნა არის, რომ ეს იყოს დადგენილი საერთაშორისო ნორმების მიხედვით. ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პარალელურად, რომელიც ასევე მუშაობს გაიდლაინებზე. მაგრამ ჩვენ არ ველოდებით და პარალელურად ვაგრძელებთ მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად.

პირველი პროექტი - დრაფტი ამ გაიდლაინების, უკვე მზად გვაქვს და ვხვეწავთ. ჩვენ მზად გვაქვს პირველი დრაფტი ამ გაიდლაინების როგორც ტრანსპორტზე, ასევე განთავსების ობიექტებზე და კვების ობიექტებზე, რაც შეგვიძლია გავუცვალოთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც უნდათ ჩვენთან ტურიზმის აღდგენა, იმისთვის რომ საკუთარ ეროვნულ სტანდარტებს შეადარონ და შევჯერდეთ“, - განაცხადა თურნავამ.

კითხვაზე, როდის გახდება საჯარო გაიდლაინები, ეკონომიკის მინისტრი ზუსტ თარიღს არ ასახელებს და ამბობს: „ძალიან მალე! ჩვენ გვაქვს მკაცრად დადგენილი ვადები, დღესაც გვაქვს შეხვედრა ამ თემაზე... უახლოეს დღეებში გახდება საჯარო. იმიტომ, რომ გარკვეული დრო უნდა მივცეთ ინდუსტრიას რომ მოემზადოს. მაგრამ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ იქნება, რასაც ინდუსტრია ვერ შეასრულებს, იმიტომ რომ ჩვენ მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა