24.აპრილი .2020 14:35

მთავრობა თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება

views 3371
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თვითდასაქმებული ადამიანები ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. როგორც ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მთავრობის მეთაურმა განაცხადა თანხის გაცემა მათი იდენტიფიცირების შემდეგ მოხდება.

თვითდასაქმებულებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 75 მლნ ლარია.

"სერიოზული ფენაა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავიანთ თავს თვითდასაქმებულად, სახელმწიფოსთვის უკიდურესად რთულია მათი იდენტიფიცირება რამეთუ ისინი არ აღირიცხებიან არცერთ ოფიციალურ ბაზებში, მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი ინდენტიფიცირების მაქსიმალურად გამარტივების გზით, მაშინ როცა ეს მოხდება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი 75 მლნ ლარია.“ - განაცხადა გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა