მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიას იწყებს - პირობები და საპრიზო ფონდი

6137350ca8d7b
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.21 13:45
4064
ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება - ამის შესახებ უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ლატარიაში მონაწილებას როგორც სრულად, ასევე ერთჯერადად აცრილი პირებიც მიიღებენ და ლატარიის კომპანია, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ყოველდღიურად ვაქცინირებული პირებისთვის ფულად ჯილდოებს გაათამაშებს.

როგორი იქნება საპრიზო ფონდი და როგორ მოხდება პრიზების გათამაშება - ამ კითხვაზე შტაბის ხელმძღვანელმა განმარტა: „ჯამური საპრიზო ფონდი 2.8 მლნ ლარს შეადგენს. ლატარია წლის ბოლომდე ყოველდღიურ რეჟიმში გათამაშდება. ყოველდღიურის გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება; იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდები - 100 და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად. ყოველკვირეულად კი 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდოები გათამაშდება. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება.

ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს გამარჯვებულებს და გადასცემს მათ პრიზებს. ლოტოტრონის პრინციპით მხოლოდ საბოლოო გათამაშება იქნება, თუმცა სხვა ტექნიკურ დეტალებზე ლატარიის კომპანია გააკეთებს განცხადებას“, - განაცხადა ღიბრაძემ.

BM.GE-ის კითხვაზე - საიდან გამოიყო აღნიშნული ფინანსური რესურსი და იყო თუ არა გათვალისწინებული ეს თანხა სახელმწიფოს დაკორექტირებულ ბიუჯეტში, გიორგი ღიბრაძემ თქვა, რომ არ იცის და დასძინა, რომ 2.8 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.