მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ვაქცინირებულ გიდებს ორი თვით შეღავათებს უწესებს

6124d8b221dfd
ელენე გოგბერაშვილი
24.08.21 15:27
956
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წახალისების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებულები სტიმულირების პაკეტით ისარგებლებენ. შეღავათები გავრცელდება მათ შორის გიდებზეც, რომლებიც ორი დოზით იქნებიან ვაქცინირებული. 

"ტურიზმში დასაქმებულები არიან ფრონტის წინა ხაზზე. მათ აქვთ საერთაშორისო ტურისტებთან შეხება, შესაბამისად მათი და საზოგადოების ჯანმრთელობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია დარგში მომუშავე ადამიანების 100% თუ არა, უმეტესობა იყოს ვაქცინირებული. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით დავყავით სტიმულირების პროექტი:
 
პირველი - ყველა გიდი, რომელიც ორი დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში (სექტემბერი, ოქტომბერი) ისარგებლებს ისეთი სახელმწიფო სერვისებით, როგორიცაა მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროები, სრულიად უსასყიდლოდ. ეს ნიშნავს, რომ ყველა გიდს, რომელსაც აქვს ვაქცინაცია სრულად ჩატარებული, ამ ობიექტებზე შევლენ უსასყიდლოდ"-განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.