02.მარტი .2022 12:09

მთავრობა წელს აშშ-ში ლობისტებს თვეში 10,000 დოლარს გადაუხდის

მთავრობა წელს აშშ-ში ლობისტებს თვეში 10,000 დოლარს გადაუხდის
views 887
უკან

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ითვალისწინებს საჯაროა. თითოეული კონტრაქტის მიზნების, ღირებულების და მოქმედების ვადების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

აღნიშნული სისტემის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ აშშ-ში დაქირავებულმა ლობისტურმა ფირმა Chartwell Strategy-იმ ამ სერვისის მიწოდებისთვის ქვეკონტრაქტორის სახით Dorval Strategies, LLC დაიქირავა, რომელიც უშუალოდ საქართველოს მთავრობის ლობიზმზე იმუშავებს.

ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტი ერთწლიანია და მისი ღირებულება თვეში $10,000 დოლარს შეადგენს. თავად Chartwell Strategy-ისთან არსებული კონტრაქტის თანახმად, ხელშეკრულების მიზანს აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების დაახლოება და სტრატეგიული კომუნიკაციების მომსახურების გაწევა წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა