მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა წელს პენსიების ზრდაზე უარს არ ამბობს - "ეს ვალდებულება შენარჩუნდება"

5ea2d29a657a7
ვიქტორია მღებრიშვილი
24.04.20 15:45
1158
ივლისიდან 30-ლარიდან და ზემოთ პენსიის ზრდის ვალდებულება შენარჩუნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 2021 წლიდან პენსიის ზრდის გარდა, კრიზისულ პერიოდში პენსიონებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერას შეეხებოდა.

პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ივლისიდან პენსიონერებს გაეზრდებათ პენესიები, ხოლო 2021 წლის იანვრიდან პენსიების ზრდა კიდევ მოხდება.

„არ მითქვამს და არ მინდა გავიმეორო, რომ პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდა ბიუჯეტში ჩვენ უკვე გათვლისწინებული გქონდა წელს. შემეძლო მეორედ მეთქვა, მაგრამ ეს არ გავაკეთე, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი რამ გვქონდა დაანონსებული, მათ შორის ხელფასის ზრდაც... სამწუხაროდ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან და საბიუჯეტო შემოსავლებიდან გამომდინარე გავაუქმეთ, გადავდეთ, ასეთი რამდენიმე გადაწყვეტილება მივიღეთ... ბიუჯეტს სერიოზული პრობლემები შეექმნება შემოსავლების ნაწილში, და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება მინუს 4% და საბიუჯეტო შემოსავლები შეგვიმცირდება 1.8 მლრდ ლარით, რეალურად ეს ის პროგნოზია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უკვე განხილული და დადასტურებულია. თუმცა არავინ იცის ეს ციფრები იქნება თუ უფრო მძიმე ბიუჯეტისთვის, ამიტომ სხვადასხვა სცენარებისთვის ვემზადებით.

პენსიონერებთან დაკავშირებით, ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ შენარჩუნდება, რომ ივლისიდან პენსიის ზრდის 30 ლარით და 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კიდევ უფრო მეტით, და მთის რეგიონებზე ცალკე იყო იქ კიდევ გამოყოფილი, ეს ყველაფერი შენარჩუნდება. ეს არის პენსიონერების, როგორც ცალკე აღებული სოციალური ჯგუფის დახმარების პაკეტი. გარდა ამისა პენსიონერები, რომლებიც მოხდებიან იმ სოციალურ ჯგუფებში იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებში, მათ შეეხებათ ყველა ის დახმარება, რომელიც განსაზღვრულია ამ ოჯახებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.