დღის ბოლომდე ე.წ. წყნეთის აგარაკებზე აუქციონი გამოცხადდება, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ობიექტის საწყისი ღირებულება 57 მილიონი ლარია და მყიდველს საინვესტიციო ვალდებულების შესრულებაც მოუწევს.
„თქვენ იცით, რომ სამი კვირის წინ ჩვენ ახალი, უპრეცედენტო პროექტი გავუშვით, ეს იყო „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს, ერთდროულად 100 და სხვადასხვა დროს 100-ზე მეტი აუქციონი ტრიალებს ელექტრონულად; პირველი ორი კვირა იყო ძალიან წარმატებული და ახლა დღეს, ვამატებთ დღის ბოლომდე ახალ საინტერესო მიმზიდველ ობიექტს, ეს არის ე.წ. წყნეთის აგარაკები, რომლებიც წლების განმავლობაში იყო სახელმწიფოს ბალანსზე. ეს ისეთი ობიექტია, ძალიან მიმზიდველია და აქ შეიძლება საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ უნდა აშენდეს სასტუმროს კომპლექსი და შეფასება, რომელიც გაკეთდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ - 57 მილიონი ლარი, ეს იქნება საწყისი ფასი. ობიექტს მიჰყვება საინვესტიციო ვალდებულება. ჩვენი აუქციონი ყველაზე კარგი გზა არის იმისთვის, რომ გავტესტოთ რამდენად ობიექტურია ფასი, რამდენად მიმზიდველია ობიექტი და წარმატება ვუსურვოთ ქონების მართვის სააგენტოს ამ აუქციონის წარმართვაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სახელმწიფო ქონების ქონების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში კვლავ 11 ე.წ "სამთავრობო აგარაკია". უძრავი ქონება, რომელიც წყნეთში, 86 965 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეა განლაგებული, შპს სახელმწიფო მომსახურების ბიუროს ბალანსზე ირიცხება, რომელიც თავის მხრივ, ქონების ეროვნული სააგენტოს შპს-ს წარმოადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს