მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა: ხარვეზები არის, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ სწორდება

5f9285941cf03
ინგა მურუსიძე
23.10.20 11:28
945
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა შემთხვევების მატების ტენდენცია გრძელდება, თუმცა დღეს არის პირველი დღე, როცა ადაპტაციის პერიოდში პირველი სტაბილურობა შეინიშნება.

მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხარვეზები არის, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ სწორდება. მისივე თქმით, შტაბი ყველა საკითხში ჩართულია.

„ცხელი ხაზების გადატვირთულობასთან დაკავშირებული პრობლემები მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები ეტაპობრივად სწორდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღევანდელი სტატისტიკა ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 24562
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 9751
მათ შორის გარდაცვლილი - 183
კარანტინის რეჟიმში - 4408
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3155
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1848
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.