მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ხბოს დაცვის რეგლამენტის მიღების მიზეზებზე საუბრობს

630f7a1a76011
ლიკა მეგუთვნიშვილი
01.09.22 00:00
1430
„ხბოს დაცვის რეგლამენტი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებშია მიღებული და მნიშვნელოვანია, მისი ზედმიწევნით შესრულება“ - ასე განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ვასილ ბასილაძე ხბოს შესახებ მიღებულ ტექნიკურ რეგლამენტს.

“აღნიშნული საკანონმდებლო აქტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის - DCFTA-ის ფარგლებში მიიღო. სააგენტო გაწერილი გეგმის მიხედვით, საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და 2015 წლიდან დღემდე ჩვენ 270 ნორმატიული აქტიდან 162 ევროკავშირის კანონმდებლობას უკვე გავუთანაბრეთ. ეს კონკრეტული რეგლამენტი, რომელიც ცხოველების კეთილდღეობის ნაწილია, სწორედ ევროკავშირის პირდაპირი დავალებაა სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის მიმართულებით.“ - აცხადებს ბასილაძე.

შეგახსენებთ, 29 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რაც ცხოველების დაცვის მოთხოვნებს შეეხება. რეგლამენტში განსაზღვრულია რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი და რა სივრცე უნდა იყოს გამოყოფილი თითოეულისთვის. რეგლამენტი ასევე მოიცავს ფერმერებისთვის განსაზღვრულ ვეტერინარულ მოთხოვნებსაც.

რეგლამენტის მიხედვით, ხბო განიმარტება, როგორც 6 თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონელი.