მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 112-სთვის დამატებითი სახსრების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო

5fbf7d63c8017
BM.GE
26.11.20 19:50
732
საქართველოს მთავრობამ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-სთვის დამატებითი თანხების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მთავრობის მიერ 25 ნოემბერს დამტკიცებულ განკარგულებაში არის საუბარი. სამსახურისთვის ფინანსების გამოყოფა ფინანსთა სამინისტროს StopCoV ფონდიდან დაევალა, თუმცა დოკუმენტში განსაზღვრული არაა, რამდენი თანხით გაიზრდება 112-ის დაფინანსება. 

„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „56 17 − StopCov ფონდიდან“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ მუხლის 3​4 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ისათვის“ (შემდგომში − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) გადაცემული თანხების საფუძველზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და აღნიშნული სახსრები აისახება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში,"- ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში. 

2020 წელს112-ისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსება 12.5 მილიონ ლარს შეადგენს.