მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ $130-მილიონიანი ქარის ელექტროსადგურის კონცეფცია დაამტკიცა

634eb1d10e8fa
მარიამ ვარადაშვილი
18.10.22 19:00
1380
მთავრობამ „გოგნის ქარის ელექტროსადგურის“ პროექტის კონცეფცია დაამტკიცა. პროექტი თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურების მოწყობას ითვალისწინებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 103,5 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება – 362 მლნ.კვტ.სთ, ხოლო საპროექტო ღირებულება – 130 მლნ. აშშ დოლარი.

ქარის სადგური “გოგნის ქარის კომპანიამ” უნდა ააშენოს, რომელიც ივლისში დარეგისტრირდა და მას შპს "მორიგანი" და შპს "ეგ" ფლობენ. 33%-იან წილის მფლობელ შპს "მორიგანს" გიორგი ბეჟუაშვილი ფლობს, რომელიც 2013-2015 წლებში ენერგეტიკის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება 67%-იანი წილის მფლობელ შპს "ეგ"-ს, მისი მესაკუთრე ემზარ გამეზარდაშვილია.