მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 198 დევნილს მიწის ნაკვეთები, სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადასცა

616d2c05bb4ae
ვიქტორია მღებრიშვილი
18.10.21 12:09
607
საქართველოს მთავრობის დღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით, 198 დევნილ პირს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 198 მიწის ნაკვეთი გადაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები მდებარეობს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში და მათი ფაქტობრივი მფლობელები არიან დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილი პირები.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით და 2012 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფოსგან ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო უკვე საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.