საქართველოს მთავრობამ 1.95 მილიარდი ლარი ქართული კომერციული ბანკების ვადიან დეპოზიტებში განათავსა. ამის შესახებ 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხა ბიუჯეტის ნაშთს წარმოადგენს და ის ბანკებში სადეპოზიტო ანგარიშებზე 2021 წლამდე დარჩება. ჯამურად, ბიუჯეტის ნაშთი 2.3 მილიარდი ლარია.
"სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე 2021 წლის 1 იანვრისთვის რიცხულმა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 2 311 373.6 ათასი ლარი; აქედან: თავისუფალი ნაშთი 2 310 621.0 ათასი ლარი; ფულადი სახსრები საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად („დაცული ტერიტორიების განვითარება“) – 752.6 ათასი ლარი.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის #301–ე დადგენილების ,,სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ’’, თანახმად, ხაზინის განკარგულებაში არსებული სახსრებიდან, 1 950 000.0 ათასი ლარი განთავსდა კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით. ", - ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.
დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ 1.95 მილიარდის გარდა, კომერციულ ბანკებში კიდევ 594 მილიონი ლარია განთავსებული, რაც სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებულ თანხას წარმოადგენს.
"საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 მაისის #845–ე განკარგულების თანახმად, სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული სახსრებიდან, 594,298,000 ლარი განთავსდა კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით", - ნათქვამია ბიუჯეტის ანგარიშში.
დოკუმენტში არაა დაკონკრეტებული, თუ რომელი ბანკების ანგარიშებზე არის განთავსებული ეს თანხები და რა სარგებელი ერიცხება მათ. მითითებული არაა არც დეპოზიტის ვადიანობა, თუმცა მაღალი ალბათობით ამ ფინანსური რესურსის ათვისება წელს მოხდება.
ბიუჯეტის ნაშთი ძირითადად მთავრობის მიერ მოზიდული საგარეო კრედიტების მიერ არის ფორმირებული. 2020 წელს მთავრობამ შიდა და საგარეო ვალის სახით ჯამში 7.28 მილიარდი ლარი მოიზიდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი