21.იანვარი .2021 19:52

მთავრობამ 29 მილიონის საწოლფონდის მობილიზებაზე გააფორმა ხელშეკრულებები

მთავრობამ 29 მილიონის საწოლფონდის მობილიზებაზე გააფორმა ხელშეკრულებები
views 357
უკან

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება გამარტივებული შესყიდვის შესახებ, რაც კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში მთავრობის მიერ საწოლფონდის შეძენას უკავშირდება. განაცხადის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 28.8 მილიონი ლარის საწოლფონდის შეძენის შესახებ. 

განცხადების თანახმად, შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული
ჯამურად 64 საავადმყოფოსთან მოხდა ხელშეკრულებების გაფორმება. 

განაცხადში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უთითებს, რომ ქვეყანაში მოსალოდნელი ინფიცირების მაჩვენებელი გასცდა იმ რესურსს, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მოქმედ დაწესებულებებშია, შესაბამისად, უნდა განხორციელდეს გადაუდებელი შესყიდვა. ამ "საწოლფონდს" სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებიდან დაიქირავებს.

"ქვეყანაში არსებული პროფილური სამედიცინო დაწესებულებების (ინფექციური დაწესებულებები) საწოლფონდების რესურს გასცდა მოსალოდნელ ინფიცირებულთა ოდენობა. შექმნილი გარემოება მოითხოვდა დაუყონებლივ დამატებითი საწოლადგილების მობილიზებას," - ნათქვამია განაცხადში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა