მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 30 პიკაპის შეძენისთვის 3-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

6095561144f1e
შოთა ტყეშელაშვილი
07.05.21 19:02
632
საქართველოს მთავრობამ 30 პიკაპის შესაძენად 2,938,500-ლარიანი კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის თანახმად, ეს ავტომობილები დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის არის განკუთვნილი.

სატენდერო პირობების მიხედვით, შესასყიდი ავტომობილი მინიმუმ 5 მეტრის სიგრძის უნდა იყოს, მისი სიგანე კი - არანაკლებ 1.75 მეტრი. პარამეტრების მიხედვით, ავტომობილს არანაკლებ 102 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს, თეთრი ფერის უნდა იყოს, გამოშვების წელი კი - 2021. 

ტენდერის სავარაუდო ღირებულების მიხედვით, თითოეული ავტომობილის შესასყიდი ღირებულება 97,933 ლარია. ტენდერში წინადადებების წარდგენისთვის კომპანიებს ვადა მხოლოდ 5 და 6 მაისს ჰქონდათ.

შესყიდვების სისტემის თანახმად, ამჟამად "კავკასუს მოტორსის" წინადადება განიხილება, რომელიც 2,938,500 ლარად მთავრობას Mitsubishi L 200-ის მარკის პიკაპებს სთავაზობს.

ეს პიკაპების შესყიდვის მორიგი აუქციონია. წინა 5.9-მილიონიანი ტენდერით მთავრობამ 60 პიკაპი შეისყიდა. მაშინ ტენდერში კომპანია "ჯი-თი მოტორსმა" გაიმარჯვა.