განცხადების თანახმად, შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. მათ შორის ყველაზე დიდი - 1.1-მილიონიანი ხელშეკრულება ჯანდაცვის სამინისტრომ "წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოსთან" გააფორმა.
ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს.
განაცხადში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უთითებს, რომ ქვეყანაში მოსალოდნელი ინფიცირების მაჩვენებელი გასცდა იმ რესურსს, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მოქმედ დაწესებულებებშია, შესაბამისად, უნდა განხორციელდეს გადაუდებელი შესყიდვა. ამ "საწოლფონდს" სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებიდან დაიქირავებს.
"ქვეყანაში არსებული პროფილური სამედიცინო დაწესებულებების (ინფექციური დაწესებულებები) საწოლფონდების რესურსს გასცდა მოსალოდნელ ინფიცირებულთა ოდენობა. შექმნილი გარემოება მოითხოვდა დაუყონებლივ დამატებითი საწოლადგილების მობილიზებას," - ნათქვამია განაცხადში.