მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 5.6 მილიონის საწოლფონდის მობილიზებაზე გააფორმა ხელშეკრულებები

5f96730a9f1eb
შოთა ტყეშელაშვილი
26.10.20 11:10
949
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება გამარტივებული შესყიდვის შესახებ, რაც კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში მთავრობის მიერ საწოლფონდის შეძენას უკავშირდება. განაცხადის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5,645,320 ლარის საწოლფონდის შეძენის შესახებ. 

განცხადების თანახმად, შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. მათ შორის ყველაზე დიდი - 1.1-მილიონიანი ხელშეკრულება ჯანდაცვის სამინისტრომ "წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოსთან" გააფორმა.

ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს. 

განაცხადში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უთითებს, რომ ქვეყანაში მოსალოდნელი ინფიცირების მაჩვენებელი გასცდა იმ რესურსს, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მოქმედ დაწესებულებებშია, შესაბამისად, უნდა განხორციელდეს გადაუდებელი შესყიდვა. ამ "საწოლფონდს" სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებიდან დაიქირავებს.

"ქვეყანაში არსებული პროფილური სამედიცინო დაწესებულებების (ინფექციური დაწესებულებები) საწოლფონდების რესურსს გასცდა მოსალოდნელ ინფიცირებულთა ოდენობა. შექმნილი გარემოება მოითხოვდა დაუყონებლივ დამატებითი საწოლადგილების მობილიზებას," - ნათქვამია განაცხადში.