მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 9 თვეში ოფისების შენახვაზე რეკორდულად დიდი თანხა - 172 მლნ ლარი დახარჯა

618a4f8adfce8
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.21 14:54
624
ოფისების შენახვა, მათი სახარჯი მასალებითა და დასუფთავებით უზრუნველყოფა - ამ მიმართულებით წელს საქართველოს მთავრობამ, სსიპ-ებმა და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციამ, ჯამში, 171.6 მილიონი ლარი დახარჯა - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშიდან ირკვევა.

დოკუმენტის თანახმად, ოფისის შენახვის ღირებულება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25.9 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, პანდემიური სახარჯი მასალების შესყიდვის მატებითაა განპირობებული.

საქართველოს მთავრობა “ოფისების შენახვის” ხარჯებს ბიუჯეტის “საქონელი და მომსახურების” მუხლიდან აფინანსებს. ამავე მუხლიდან ფინანსდება მივლინებები, ასევე წარმომადგენლობითი ანუ სარესტორნო ხარჯებიც.

მიმდინარე წელს მივლინებებზე სულ 70.5 მილლიონი ლარი დაიხარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 27.1 მილიონი ლარით მეტია.

წარმომადგენლობით ხარჯებზე კი 10.6 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 2.9 მილიონით მეტია.